
მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილი, მაგრამ გულში ვერდატეული სიყვარული წერილები მაკოს Irina Chankseliani მაკო მას , როგორ ხართ ? მომენატრეთ ძალიან :- მე ისეთი მაგარი ახალი ამბავი მაქვს , არ შემეძლო , რომ არ მომეწერა თქვენთვის , ვიცი , გაგიხარდებათ : შვეიცარიაში მივდივარ , ჟენევის უნივერსიტეტში , სამაგისტრო პროგრამით , ერთი წლით განათლების სამინისტროს სტიპენდია მოვიპოვე :-) 25 000 ფრანკით დამაფინანსეს გაგიჟებული ვარ სიხარულით ამ ეტაპზე ეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია , გათხოვება - რომ ჩამოვალ , მერე :-) ისეთი გახარებული ვარ , აი , მთელი ცხოვრება მინდოდა ეს :- თან ისეთი გაკვირვებული ვარ , არაფრით არ ველოდებოდი , რომ განათლების სამინისტრო მომცემდა თანხას , სულ მეგონა , რომ ეგეთი რაღაცები სხვანაირად ხდება საქართველოში , არადა , მე , ასეთ " უპატრონოს " , აი...