,,ვეფხისტყაოსნის'' საიუბილეოდ (პროექტი და რეფლექსია)



სასწავლო პროექტი

(თავფურცელი)

ინფორმაცია პროექტის ავტორის შესახებ:

მაია წოწონავა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სერტიფიცირებული (მე-2-12 კლასები. № 0000883)
სტატუსი: უფროსი მასწავლებელი
სქემაში ჩართული
მობილურის ნომერი : 591812427
ელ. ფოსტა: Tsotsonavamaia@gmail.com.  
თბილისის სსიპ 165-ე საჯარო სკოლა, ფალიაშვილის   №57 (ინდექსი 0179)
სკოლის ტელეფონი:   2 – 22 – 38 -24 .  165 skola@gmail.com.
პროექტის დაწყების თარიღი :  31.01.2017


1.      პროექტის სახელწოდება: 

შოთა რუსთაველი და მისი ,,ვეფხისტყაოსანი’’-( საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით). 



2.     პროექტის აქტუალობა

ამ წიგნზე საუბარი ყოველთვის აქტუალურია, მითუმეტეს ახლა:  იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი, მსოფლიო მასშტაბით, ,, ვეფხისტყაოსნის’’ წლად გამოცხადდა და პოემის 850 წლის იუბილეც  ვიზეიმეთ. მოთხოვნილება, გაგვეგო მეტი ამ დიდი წიგნის შესახებ, წინა წელს, პოემის შესწავლის  დაწყებისთანავე, გაუჩნდა კლასს. ამ ინტერესმა განაპირობა ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება. საკითხის აქტუალურობასა და ეროვნულ სასწავლო გეგმას შეესაბამება პროექტის მიზნები, რომლებმაც უნდა აამაღლოს თითოეული მოსწავლის უნარები და დამოკიდებულებები შესასწავლ თემასთან მიმართებით.


3.  პროექტის მთავარი იდეა

 მოსწავლეებმა მოიძიონ ცნობები  ,,ვეფხისტყაოსნის’’ ხელნაწერების, ბეჭდური გამოცემების, მთარგმნელების, ილუსტრატორების,  კოლექციონერების  შესახებ.




მოსწავლეები გაეცნობიან და გამოიკვლევენ  ყველა ქართველისთვის  დიდი წიგნის  ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებს, რომელთა უმრავლესობა დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში;

 მოიპოვებენ ინფორმაციას პირველი ბეჭდური ნიმუშების, აგრეთვე - მნიშვნელოვანი თარგმანების შესახებ;

 ასევე -  ეკრანიზაციის პირველი მცდელობისა და პანტომიმის თეატრში განხორციელებული დადგმის შესახებ;

გაეცნობიან კოლექციონერებს.


4. პროექტის მიზნები

ვინაიდან მუშაობის მეთოდი მოიცავს დაგეგმვას, კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას არჩეული საკითხის შესაბამისად, პროექტის უმთავრესი მიზანია,  სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური და მიზანმიმართული:

1.მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიების, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ - ჩვევები;

 2.უმთავრესი - ეროვნულ ცენტრში გაეცნონ უნიკალურ ხელნაწერებს, აგრეთვე - პირველ ბეჭდურ გამოცემებს;

3.დაუკავშირდნენ კოლექციონერებს, რომელიმე მათგანის კეთილი ნების შემთხვევაში, გამოფინონ უძველესი ბეჭდური გამოცემები;

  4. მუშაობის პროცესში გამოიყენონ თანამედროვე ისტ საშუალებები ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის.


5. მოსწავლეთა ასაკი:   მე-111  კლასი ( 16-17 წლისანი).


6. ვადები/ხანგრძლივობა:  6 კვირა;


7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: 

მომზადდება საპრეზენტაციო თემები:

,,იერუსალიმური ფრესკის შესახებ’’

,ჩვენამდე მოღწეული უძველესი თარიღიანი ხელნაწერები’’(მამუკა თავაქალაშვილისეული, ზაზასეული, ავალიშვილისეული).

,,პირველი ნაბეჭდი ,,ვეფხისტყაოსანი’’ (ვახტანგისეული).

ცნობილი გამომცემლები: ქართველიშვილისეული გამოცემა( 1888 წ).
                                                ხელაძის გამოცემა - ბალმონტისეული თარგმანი (1933 წ).
                                               
თარგმანები :    მარჯორი უორდროპის.
                          კონსტანტინე ბალმონტის.
                            ლინ კოფინის

ვიქტორ ნოზაძე და მისი რუსთველოლოგიური ნაშრომები( ექვსი წიგნი)

ილუსტრატორები: მიხაი ზიჩი, გუდიაშვილი, თამარ აბაკელია, სერგო ქობულაძე, ნათელა იანქოშვილი, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი თოიძე, ქეთევან ქავთარაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, დავით მაჭავარიანი.

,,ვეფხისტყაოსნის’’ ეკრანიზაცია - 1936 წელს კოტე მიქაბერიძის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი.

,,ვეფხიტყაოსნის’’ საიუბილეოდ პანტომიმის თეატრის მიერ განხორციელებული დადგმის შესახებ.

მნიშვნელოვანი ბეჭდური გამოცემების  გამოფენა - დათვალიერება

მასალა აიტვირთება სასწავლო ბლოგზე და განთავსდება ინტერნეტში


8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: 

ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

1.პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა ( 1 -ლი კვირა).
2.  ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება (1 -ლი კვირა).
3. კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა (4 კვირის თავზე). 
4. ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი (მაგ. ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით) (1 - 5 კვირის ჩათვლით).
5. მოძიებული მასალის დახარისხება (მე-2-4 კვირა) . 
6. საბოოლოო შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა
თითოეული ჯგუფი წარადგენს მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით,  აგრეთვე მოსწავლეები შექმნიან მოძიებული ფოტო და ვიდეომასალით კოლაჟს, რომელსაც პროექტორის  საშუალებით  მოიხმარენ პრეზენტაციის დროს (მე-5 -6 კვირა). 
 7. მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფურად იმის მიხედვით, თუ როგორი იყო მუშაობის პროცესში მათი ჩართულობა და წვლილი.
8. მისაღწევი შედეგები ესგ-ს მიხედვით:

ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს



ვეფხისტყაოსანი ჩვენი ეროვნული სიამაყეა

11. პროექტის ხელმძღვანელი: თბილისის 165-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია წოწონავა

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Tsotsonavamaia@gmail.com.













                       საგანმანათლებლო პროექტის რეფლექსია 

პროექტი: შოთა რუსთაველი და  მისი ,, ვეფხისტყაოსანი’’(საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით).

მაია წოწონავა  - სსიპ თბილისის 165-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

             ზოგადად, სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ამ ტიპის სწავლება პრობლემების გადაჭრისა და ინიციატივების განხორციელების უნიშვნელოვანეს წინაპირობად მიმაჩნია.სასწავლო პროექტი მასში მონაწილე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეკრიბონ წინარე ცოდნა, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, დანერგონ და პრაქტიკულად გამოიყენონ ისინი.
              იმის გათვალისწინებით, რომ ,,ვეფხისტყაოსანი’’ ქართველებისთვის არის სიმბოლო, რომელიც , უფრო სწორად, მასთან დამოკიდებულება,აერთიანებს სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა რწმენის ადამიანებს და უქმნის მათ ერთობის იმ თანაგანცდას, რომლის გარეშეც ერის არსებობა წარმოუდგენელია, 2016 -17 სასწავლო წელს ჩემს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე რამდენიმე სასწავლო პროექტი ,,ვეფხისტყაოსანთან’’ დაკავშირებით. მათ შორის გამოვყოფ პროექტს ,,შოთა რუსთაველი და მისი ,,ვეფხისტყაოსანი’’(საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით), რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, უპირველესად, მოსწავლეებში, აგრეთვე -კოლეგებს შორის.
პროექტი მივუძღვენით  დიდი წიგნის 850 წლის იუბილეს.
 მე-11 კლასელებმა წინა წელს შეისწავლეს პოემის  მთლიანი ტექსტი, ვინაიდან ტექსტი ძალიან საინტერესო გამოდგა მათთვის, გადავწყვიტეთ, უფრო ვრცლად მომავალი წლისთვის გვემსჯელა პოემის შესახებ და სასწავლო პროექტის სახე მიგვეცა. მუშაობის პროცესში შევისწავლეთ და გამოვიკვლიეთ  ჩვენთვის საინტერესო, ფაქტობრივად, ყველა საკითხი, კერძოდ:

1.    ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერები მოვინახულეთ;

2.     გამოვიკვლიეთ ჯვრის  მონასტერის ფრესკა და მასთან დაკავშირებული მტკივნეული ისტორიები;

3.    გავეცანით პირველ ბეჭდურ გამოცემას ( ვახტანგისეულს) და მასთან დაკავშირებულ კვლევებს;

4.    ინტერნეტის საშუალებით გავეცანით ცნობილ ქართველ გამომცემლებსა და მეცენატებს;

5.    შევკრიბეთ ცნობები უმნიშვნელოვანეს თარგმანებზე; განსაკუთრებული ყურედღება გავამახვილეთ უორდროპის,  ბალმონტის,  ნუცუბიძისა და ლინ კოფინის  თარგმანებზე;

6.    გავეცანით ,,ვეფხისტყაოსნის’’ ილუსტრატორებს;

7.    მივაკვლიეთ პოემის გამოცემების ცნობილ კოლექციონერებს;

8.    გავეცანით ,,ქაჯეთის ციხის’’ეკრანიზაციას, აგრეთვე ამ ზამთარს პანტომიმის თეატრის დადგმას ,,ვეფხისტყაოსანი’’


           ზემოჩამოთვლილ საკითხებზე წარმოვადგინეთ საპრეზენტაციო თემები.

             გამოვფინეთ ლევან ცუცქირიძის ილუსტრაციების ასლები.

დავუკავშირდით  პროფესორ იოსებ მეგრელიძის ოჯახს და მისი ვაჟის კეთილი ნებით, გამოვფინეთ 1712 წლის ვახტანგისეული , 1888 წლის ქართველიშვილისეული, 1933 წლის ხელაძისეული(პარიზის), 1941 წლის ნუცუბიძისეული გამოცემების ორიგინალები; მარჯორი უორდროპის თარგმანი (მოსკოვის გამოცემა-1938 წ); აგრეთვე - ცნობილი  მეცნიერის- დ. უზნაძის   რუსთველოლოგიური შრომები (ექვსი წიგნი, ავტორის ავტოგრაფებითა და მიძღვნით, პარიზის, ბუენოს აირესისა  და სანტიაგო დე ჩილეს გამოცემები) .

პროექტი  დიდი ძალისხმევით განვახორციელეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა.
უპირველესად, შევქმენით ჯგუფები და  თემატურად გადავანაწილეთ სამუშაო,  ვკურირებდი თითოეული ჯგუფის საქმიანობას. მუშაობის პროცესში ვიხელმძღვანელე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით, რომლის მიხედვითაც:

ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.

ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.

ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს

                სასწავლო პროექტმა მოსწავლეებს განუვითარა  შემდეგი უნარები: კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა. მათ გაიღრმავეს ცოდნა, ისტ-ის გამოყენებით; შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები, გადაიღეს ფოტოები და პრეზენტაციის ამსახველი ვიდეომასალა.

 მოძიებული მასალის საფუძველზე შევქმენით საპრეზენტაციო თემები.

პროექტი გაგრძელდა 6 კვირას.

პრეზენტაცია იყო საინტერესო, აქტუალური, ხასიათიდან გამომდინარე, ამაღლებულიც.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობის გამოცდილება მომავალშიც დაეხმარება  ჩემს მოსწავლეებს გადაწყვეტილებათა შეთანხმებულად მიღებასა  და   თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში.   მოზარდებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი.

პროექტის შედეგები შეესაბამება დასახულ   მიზნებს.

და უმთავრესი, რაც დაასკვნეს 21-ე საუკუნის წიგნთან გაუცხოებულმა 17 წლის გოგო-ბიჭებმა, ისაა, რომ თურმე ,,ვეფხისტყაოსანი არის წიგნი, რომელიც ჩვენთვის ყველა წიგნზე მეტია, წიგნი, რომლის ღირსება- დანიშნულება სცილდება მხატვრული თხზულების  ღირსება - დანიშნულებას; რომ ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებენ მათი შთამომავლები და ასე  იქნება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს...


პროექტი შეფასდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ შთაბეჭდილებებით პროექტი ატვირთულია ჩემს (მაია წოწონავა) სასწავლო ბლოგზე
http://makotsotsonava.blogspot.com/2017/06/blog-post_68.html
   










Комментарии

Популярные сообщения из этого блога

გალაკტიონ ტაბიძის ნახატების გამოფენა,პროექტი და რეფლექსია

დედის მონატრებაა ადამიანობა....