გალაკტიონ ტაბიძის ნახატების გამოფენა,პროექტი და რეფლექსია



(თავფურცელი)

ინფორმაცია პროექტის ავტორის შესახებ:

მაია წოწონავა

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
სერტიფიცირებული
(მე-7-12 კლასები. № 0000883).
სტატუსი:
უფროსი მასწავლებელი.
სქემაში ჩართული   2016 წლის აგვისტოდან.
მობილურის ნომერი :
              591812427.
            ელ. ფოსტა:

თბილისის სსიპ 165-ე საჯარო სკოლა
ფალიაშვილის №57(ინდექსი 0179).
სკოლის ტელეფონი: 2 – 22 – 38 -24 .165
პროექტის დაწყების თარიღი : 1.12. 2017.








პროექტის სახელწოდება: 


,,მე ვხედავ სიზმრებს   არათქვენებურს’’

(გალაკტიონ ტაბიძის ნახატების გამოფენა )

1.   პროექტის მთავარი იდეა

განსხვავებული კუთხით გავიაზროთ   გალაკტიონ ტაბიძე, უდიდესი შემოქმედი.
 სწორედ ამ მიზნით გადაწყდა, მოგვეძებნა და შეგვესწავლა გალაკტიონ ტაბიძის გრაფიკული ნამუშევრები და მოგვემზადებინა გამოფენა სახელწოდებით

,,მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს’’


2. პროექტის აქტუალობა

მოსწავლეები გაეცნობიან და გამოიკვლევენ  გალაკტიონ ტაბიძის უბის წიგნაკებში, ჩანაწერებში, საწერი მაგიდის უჯრაში  აღმოჩენილ გრაფიკულ ჩანახატებს და ამ კუთხით გაიაზრებენ გალაკტიონ ტაბიძის პიროვნებას.

 მოიპოვებენ და შეისწავლიან ინფორმაციას გალაკტიონ ტაბიძის გრაფიკული ნამუშევრების პირველი ბეჭდური ნიმუშების შესახებ.



3. პროექტის მიზნები

ვინაიდან პროექტზე მუშაობის მეთოდი მოიცავს დაგეგმვას, კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას არჩეული საკითხის შესაბამისად,პროექტის უმთავრესი მიზანია, სწავლა-სწავლება გახდეს  აქტიური და   მიზანმიმართული:

1.მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიების, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ - ჩვევები;

4. მუშაობის პროცესში გამოიყენონ თანამედროვე ისტ საშუალებები ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის.


4. მოსწავლეთა ასაკი:   მე-121  კლასი ( 17- 18 წლისანი).


5. ვადები/ხანგრძლივობა:   3 კვირა;




6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: 


გამოფენისთვის შეირჩევა ის გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც განსაკუთრებულად  წარმოაჩენენ  დიდი შემოქმედის სულიერ სამყაროს და, ზოგადად, მის დამოკიდებულებას  გარესამყაროს მიმართ;

გამოიფინება, აგრეთვე, გალაკტიონ ტაბიძის ორი უცნობი სურათი პროფესორ იოსებ მგრელიძესთან ერთად ( ეს სურათები დაცულია ბატონი მეგრელიძის არქივში);

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  გალაკტიონის უცნობი წერილის ასლი;

მეთორმეტეკლასელები მოამზადებენ  გამოფენის საპრეზენტაციო ტექსტურ მასალას, აგრეთვე წაიკითხავენ დიდი შემოქმედის შედევრებს.


მასალა აიტვირთება სასწავლო ბლოგზე და განთავსდება ინტერნეტში


7. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: 

ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი,პრინტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

1.პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა.
2. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება. 
3. კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა. 
4. ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი (მაგ. ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით).
5. მოძიებული მასალის დახარისხება. 
6. საბოოლოო შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა. 
თითოეული ჯგუფი წარადგენს მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით,  აგრეთვე მოსწავლეები შექმნიან მოძიებული ფოტო და ვიდეომასალით კოლაჟს,რომელსაც პროექტორის  საშუალებით  მოიხმარენ პრეზენტაციის დროს.
 7. მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფურად იმის მიხედვით, თუ როგორი იყო მუშაობის პროცესში მათი ჩართულობა და წვლილი.
8. მისაღწევი შედეგები ესგ-ს მიხედვით:


ქართ. XII. 1.
 მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარდგენა აუდიტორიის  წინაშე.
ქართ. XII.  3.
მოსწავლეს   შეუძლიას სასწავლოპროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ. XII.5.
 მოსწავლეს  შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნებისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.







 პროექტის ხელმძღვანელი: თბილისის 165-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია წოწონავა

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Tsotsonavamaia@gmail.com.














საგანმანათლებლო პროექტის რეფლექსია
პროექტი:   მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს
 (გალაკტიონ ტაბიძის ნახატების გამოფენა)
მაია წოწონავა  - სსიპ თბილისის 165-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
          ზოგადად, სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ამ ტიპის სწავლება პრობლემების გადაჭრისა და ინიციატივების განხორციელების უნიშვნელოვანეს წინაპირობად მიმაჩნია.სასწავლო პროექტი მასში მონაწილე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეკრიბონ წინარე ცოდნა, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, დანერგონ და     პრაქტიკულად გამოიყენონ ისინი.
          ჩვენი პროექტი ეხება გალაკტიონ ტაბიძეს,გენიოსს,რომელიც თითქმის ყოვლისშემძლე ხდებოდა, როცა კალამს აიღებდა ხელში.
იმ დიდმა ემოციამ, რომელიც  მისი პოეზიის გაცნობამ  და  გრაფიკული ნამუშევრების გააზრებამ გამოიწვია ახალგაზრდებში( ჩემი სადამრიგებლოს გოგო-ბიჭებში), გადაგვაწყვეტინა, გვემუშავა პროექტზე, რომლის სახელწოდებაც თავად გალაკტიონმა გვიკარნახა :,, მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს’’
გალაკტიონ ტაბიძე მთელი საქართველოს რჩეული ნაცნობია, უფრო სწორად,ნაცნობი უცნობი... ვახტანგ ჯავახაძე მის შესახებ წერს:როგორც პატარა ბავშვი ვეებერთელა მონასტერს, ისე ვუვლიდი გარშემო და კარი ვერ ვუპოვე...მინდოდა მენახა, რა ხდებოდა კედლებს მიღმა..ერთ დღეს კი, ტაძარში შესულმა, აღმოვაჩინე, რომ კვლავ ტაძრის წინ ვიდექი.ტაძარში ტაძარი დამხვდა, იდუმალებით მოცული, რადგან შიგ ფეხი არავის დაედგა...
პირობითად  ვიაზრებთ გალაკტიონის პოეზიას
ასევე პირობითად ვიაზრებთ გალაკტიონის გრაფიკასაც,
ისეთსავე უძიროს, ინტეგრალურს, როგორიც მისი პოეზიაა.
დეკემბრის დადგომისთანავე დავიწყეთ  პროექტის იდეის განხორციელება.
მუშაობის პროცესში შევისწავლეთ და გამოვიკვლიეთ  ჩვენთვის საინტერესო, ფაქტობრივად, ყველა საკითხი,კერძოდ:
1.    უპირველესად,   ძირფესვიანად შევისწავლეთ ვახტანგ ჯავახაძის არაჩვეულებრივი წიგნი ,,უცნობი’’. სწორედ მისი საშუალებით  გავეცანით გალაკტიონ ტაბიძის  უნიკალურ გრაფიკულ ნამუშევრებს.
2.    ინტერნეტის საშუალებით მოვიპოვეთ აღნიშნული ნამუშევრები.
3.    შემდგომი პროცესი გახლდათ ამ ნახატების დამუშავება და დახარისხება.
4.    გრაფიკული ნახატები ვაქციეთ გამოფენისთვის ვარგის ექსპონატებად.
5.    შევქმენით საპრეზენტაციო ტექსტები.
6.    მოვამზადეთ ამ ტექსტების აუდიო ვერსიები და გია ყანჩელის მუსიკის თანხლებით დავურთეთ გამოფენას.
7.    შევისწავლეთ  გალაკტიონის პოეზიის შედევრები და ცოცხალი შესრულებით წარვუდგინეთ გამოფენაზე მობრძანებულ მსმენელებს.
8.    გამოფენაზე წარმოვადგინეთ 2 უნიკალური სურათი, რომლებიც დაცულია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის  პროფესორ იოსებ მეგრელიძის არქივში.სურათებზე წარმოდგენილნი არიან გალაკტიონ ტაბიძე და იოსებ მეგრელიძე.
9.    გამოვფინეთ, აგრეთვე,  გალაკტიონ ტაბიძის  უცნობი წერილი(ასლი)( ჩემი არქივიდან.მ.წ).


პროექტი  დიდი ძალისხმევით განვახორციელეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა.
უპირველესად, შევქმენით ჯგუფები და  თემატურად გადავანაწილეთ სამუშაო,  ვკურირებდი თითოეული ჯგუფის საქმიანობას.მუშაობის პროცესში ვიხელმძღვანელე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით,რომლის მიხედვითაც:
ქართ. XII. 1.
 მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარდგენა აუდიტორიის  წინაშე.
ქართ. XII.  3.
მოსწავლეს   შეუძლიას სასწავლოპროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ. XII.5.
 მოსწავლეს  შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნებისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.






სასწავლო პროექტმა დააინტერესა მოსწავლეები, წარმოაჩინა მათი უნარები( აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა);
მათ გაიღრმავეს ცოდნა;
ისტ-ის გამოყენებით შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები;
 გადაიღეს ფოტოები,პრეზენტაციის ამსახველი ვიდეომასალა;
 მოძიებული მასალის საფუძველზე შევქმენით საპრეზენტაციო თემები.
პროექტი გაგრძელდა 3 კვირას.
გამოფენის პრეზენტაცია იყო საინტერესო,აქტუალური, ხასიათიდან გამომდინარე, ამაღლებულიც.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობის გამოცდილება მომავალშიც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს გადაწყვეტილებათა შეთანხმებულად მიღებასა და  თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში.
მოზარდებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი.
პროექტის შედეგები შეესაბამება დასახულ  მიზნებს.
და უმთავრესი, რაც დაასკვნეს 21-ე საუკუნის წიგნთან გაუცხოებულმა 17-18 წლის გოგო-ბიჭებმა, ისაა, რომ
 თურმე გალაკტიონის სახით გვყავს  შემოქმედი, რომლის ღირსება - დანიშნულება სცილდება ერთი ერის ფარგლებს;
რომ გალაკტიონია სწორედ ის გენიოსი, რომელიც მსოფლიო მოქალაქედ აღგვაქმევინებს თავს;
 რომ მასზე მსჯელობას გააგრძელებენ მათი შთამომავლები და ასე  გაგრძელდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს...

გვყავდა კომპეტენტური სტუმრები, რომელთაც შეგვაფასეს და მოიწონეს ჩვენი ნამუშევარი.


გალაკტიონ ტაბიძე
ასე ახლობელი და თითქმის უცნობი.

ნაცნობი უცნობი - სიტყვების თამაშია, მაგრამ, ფაქტია, არ ვიცნობდით არც ახლა ვიცნობთ.
21-ე საუკუნეს დავულოცოთ მისი ამოცნობის ბედნიერება.
დღეს გალაკტიონის ნახატების გამოფენა გვაქვს
გთხოვთ, დააკვირდით   კედლებს, შეხედეთ ამ ნამუშევრებს, გონების თვალით დაძაბეთ და დაგვეთანხმეთ, ამ ნახატების ავტორს თანაბრად უჭრის საჭრეთელი.
ხელნაწერებში ბევრი ნახატია გაბნეული:
პეიზაჟები, ნატურმორტები, შარჟები, პორტრეტები, ავტოპორტრეტები, (თითქოს მეორე ნახევარს  ქაღალდი წააფარეს ვერტიკალურად) რეალისტურები, კონკრეტულები, აბსტრაქტულები, წარწერებიანი, ლექსებიანი...
ხატავდა ფანქრით, კალმით, საღებავებითაც...
გალაკტიონის გრაფიკა!
დიახ!
ეს ნახატები გალაკტიონ ტაბიძეს ეკუთვნის!
ერთი სიურპრიზი კიდევ შემოგვთავაზა!
კაცმა რომ თქვას, მოულოდნელიც არაფერია!
გავიხსენოთ მისი ხაზები და ფერები, მისი ჩრდილები და აჩრდილები, სიმბოლოები და ალეგორიები, ვან დეიკის ლანდები და ვერონეზეს ცა, ჯოკონდას ღიმილი და ოცნება მიქელანჯელოსი, გოია და ბოტიჩელი, რემბრანტები და ტიციანები, სეგანტინი, და დელაროში, ფრაგონარი, და რიბერა, მურილიო და კოელიო,ვრუბელი და როდენი...
ერთხელაც გავიხსენოთ:
,,ოცნება ნახაზი საგანთა უარით’’
იისფერი თოვლი და დაბინდული ქლიავისფერი მთები...
და   ბოლოს
მისი ქართული ჩუქურთმა გავიხსენოთ. ისიც გავიხსენოთ  და ნუ დავივიწყებთ, პირველმა მოიხსენია ლექსში წინა წელს მარტოობაში გარდაცვლილი ფიროსმანი..
დაანებე ფიროსმანას სევდიანი ტვირთები...
და მხატვრის გაუქმებული ფრესკის ხატებაც შემოგვინახა:
მიეთოვოს , მოეთოვოს კედლებს ფარშევანგები...
გალაკტიონის შემოქმედება მუსიკაცაა,
                                      მხატვრობაც და პოეზიაც...
გალაკტიონი   რბილ ტონებში, თითქოს აკვარელით ხატავს ,,სიტყვიერ ფერებს და ამით  ფაქტობრივად  ინტიმურ კავშირს ამყარებს ,,უხმოდ მეტყველ ბუნებასთან’’
 ყველაფერს ადამიანურ ასპექტში ხედავს და არსებობის ფორმად აქცევს:
განთიადს ლურჯ სარეცელზე სძინავს,
 ღამით ნამტირალევი ნისლი ფერდობზე წევს,
 მზე კართან თვლემს
ცაზე ღრუბელნი მელანქოლიურად არიან გაწოლილნი,
საღამო ხავერდის ყდაშია ჩასმული,
მთებს რული ეპარებათ,
ბინდი ბაღში ეკლესიიდან   შემოდის,
ღამე ვან -დეიკის ლანდებივით მწვანდება,
მთვარე ისე წევს ღრუბლებში, როგორც  მიცვალებული ვერცხლის კუბოში,
თერგი ვარსკვლავების საუბარს უსმენს,
ირგვლივ დანგრეული ჩუქურთმების ჩრდილები ყრია
ჰაერი ფოთლების ფენით ოხრავს,
მუხებს ჩოხის საქილეში რკოები ჩაუწყვიათ...
ისევ  გალაკტიონისებურად:
ირიბ ასოციაციებზე დამყარებული ფერთა სიმბოლიკა  ასე თუ ისე გასაგებია, ვთქვათ
...ირგვლივ მოგონებათა თეთრი ნაკადებია
...როგორც ქალწულის სახელი მერი-
არის ცისფერი და მწუხარება...
მერის ცისფერთან დაკავშირება კიდევ შეიძლება, მაგრამ ცისფერი როგორ გამოხატავს მწუხარებას - უფრო ძნელი წარმოსადგენია, მითუმეტეს, ინტეგრალური თქმით:
...თეთრი სიგიჟე თეთრ მათრახით ათთრთოლებს რაშებს
...და შენს თეთრ სიკვდილს მაზიარე შენაციები
...თეთრ ხეებზე შემომჯდარი თეთრი ყორნები
...თვითმკვლელობის შავი პოეტიკა
გალაკტიონი პოეტურ პეიზაჟებს ასე აფერადებს:
გინახავთ ფერი დაბინდულ ქლიავის?
ეს ჩემი სამშობლოს მთებია.
...და აი, ფერთა შეზავებაში,
როცა შურივით იძვრის ოცნება,
ასე გადადის უკვდავებაში
სივრცე, დუმილი და გაოცება.
.
..იქ, სადაც მზისფერი
ეხვევა ცისფერს,
შემოდგომისგან
ალისფერ- ჟღალი,
იფნის შოლტივით
მოქნეულ გზისპირს, გზაჯვარედინზე
დგას ნეკერჩხალი.
...სახეს სითეთრე თოვლის დაჰყროდა,
სულს ბუსუსები- ირისისფერი...
გალაკტიონი  ვან გოგივით ,,ფერის ფერთან  დარებით’’ ქმნის სურათს ან  ერთი რომელიმე ფერის მოძალებით, მაგალითად, ლურჯის:
ლურჯ მთების ზოლი ლურჯ ცისა სივრცეში
შორს, უსაზღვროდ შორს მიიკლაკნება,
ლურჯ ოკეანის ლურჯი ტალღები
ლურჯ ტყიან ნაპირს აქცევს, აკვდება...
აქ ყველაფერი , რაც კი საოცნებოა, ლურჯია, ცისფერი
მთების კამარა,
სასიამოვნო   მოგონება ,
ფიქრი, ოცნება, იმედი, სიმღერა,
მშვიდი საღამო, თვით ღამეც კი...
  
წერდა და ხატავდა.
ძირითადად ნაწერი და ნახატი განუყოფელია.
უპირატესად ესიზებია:ესკიზებადვე დარჩენილი.ზოგიერთი აშკარად აღემატება მოყვარულის დონეს, მეტია, ვიდრე  უბრალო გატაცება...
მეორე მუზაც გულუხვად სწყალობდა.
აქაც თავისებურად გრძელდება მისი ლირიკის სასწაულები და დღესასწაულები.
კვლავ მაძიებელია, კვლავ მოულოდნელი ხილვებით გვაოცებს:
დაკერებული სიფათი, ჩასმული მაღვიძარა, საკანი შუბლში
ანფასში ჩახატული ორი პატარა ანფასი, პროფილი პროფილში და კიდევ პროფილი
რომბის თვალები და კვადრატული ქუდები
ნიღბების კარნავალი
ულვაშების კოლექცია
მსუქანი ტიპები
შლაპიანი ფილისტერი
შლაპიანი ეშმაკი...
ყვავილის ბიჭი
ქალი- ფარშევანგი
გენერალი-ბეღურა
მერცხალი - დირიჟორი
კვარტეტი:მგოსნები, ფრთოსნები...
სათვალიანი ხარი,
უცხვირპირო ვეფხვი
თაგვები - წიგნებთან, წიგნებზე, წიგნებში...
აბსტრაქტული კონსტრუქციები,აბსტრაქტული პეიზაჟები და ნატურმორტები
ფრაგმენტული პორტრეტები, დაუსრულებელი სილუეტები
რეალური და პირობითი ჩარჩოები
მრავალაქსპექტიანი კომპოზიციები
ორიგინალები
ასლები...

ტიციანები ....
ხშირად ხატავდა თავის ნახევარძმას, მაშინაც, როცა ტაბუ ედო. 
ხატავდა ბავშვივით...
სიყმაწვილის შთაბეჭდილებებს აღადგენდა
ხატავდა ყვავილივით
,,გიაციანტო’’
ხატავდა ნახევრად - ღობესმოფარებულს, ვერტიკალურადაც ანახევრებდა...
რამდენიმე ნახატია ზურგშექცეულთა:
ქალი, მამაკაცი, სამი მამაკაცი, ვინმე კოლკა’’, მასხარა, უცნაური ორფეხა, თაგუნები და ასე შემდეგ. რას უნდა ნიშნავდეს?
ალბათ, პროტესტს ყოველგვარი ამქვეყნიური უკეთურებისადმი  - პროტესტანტები!
ზოგიერთს მინაწერი ახლავს, რამდენიმეს - სტრიქონიც
,,ესე ქალი გამოვხატე ფარშევანგად, არა ქალად,
დაიბადა იმერეთში მისი ქვეყნის ბარაქალად,
მოევლინა ამერეთსაც რა სიმძიმეთ და რა ქალად.
ის იქცევა ამიერით თავის ტვინად, არა ქალად’’
,,  ბოროტი შვილის დედასა რა მოაშორებს სევდასა’’
,,ზღვები ემორჩილებიან ძლიერ ადამიანებს’’
დიახ, ეს გალაკტიონია!
ეს სასწაული ნახატები მისი ნაფიქრ- ნაააზრევის  კიდევ ერთი გამოხატულებაა , ისევე იდუმალი, როგორიც ლექსები.
დააკვირდით და დატკბით
დააკვირდით და შეიგრძენით
მართალია , ახსნა გაგვიჭირდება, მაგრამ აღტაცება ს და ემოციის გამოვლენას წინ რაღა უდგას!

ეს გალაკტიონია!

აქ წარმოდგენილია ასიოდე ნიმუშირა თქმა უნდა, ასლები
ორიგინალების ალბომს ველოდებით, გამოფენასაც...
მანამდე კი მიიღეთ საჩუქარი, რომელიც მოგიმზადეთ






გამოფენაზე გიწვევთ




            მე  ვხედავ სიზმრებს
              არათქვენებურს...

165-ე სკოლის XII1  კლასი გეპატიჟებათ
გალაკტიონ ტაბიძის  ნახატების გამოფენაზე
ხელმძღვანელი  მაია წოწონავა          26. 12.   ოთახი №306.





















































Комментарии

Популярные сообщения из этого блога

,,ვეფხისტყაოსნის'' საიუბილეოდ (პროექტი და რეფლექსია)

დედის მონატრებაა ადამიანობა....