დედის მონატრებაა ადამიანობა....
სტატუსი: უფროსი მასწავლებელი
სქემაში ჩართული 2016 წლის აგვისტოდან
მობილურის ნომერი :
591812427
ელ. ფოსტა:
თბილისის სსიპ
№165-ე საჯარო სკოლა.
ფალიაშვილის№57(ინდექსი 0179)
სკოლის ტელეფონი:2 – 22 – 38 -24 .
პროექტის დაწყების დრო 2017 წლის 15.02.
პროექტის სახელწოდება: ,, დედის
მონატრებაა ადამიანობა’’
პროექტის აქტუალობა
პროექტის
სახელწოდება უკვე საკმარისია იმის გასააზრებლად , რომ დედაშვილობის ფენომენზე მსჯელობა მარადიული ,,საკითხავია.’’
სწორედ ამან და განაპირობა
ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება.
საკითხის აქტუალურობასა და ეროვნულ
სასწავლო გეგმას შეესაბამება პროექტის მიზნები, რომლებმაც უნდა აამაღლოს თითოეული
მოსწავლის უნარები და დამოკიდებულებები უფაქიზესს თემასთან დაკავშირებით.
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეები დსაწყისიდანვე შეეჩვიონ უახლოეს ადამიანებზე,
კერძოდ, დედაზე ფიქრს, მასზე ზრუნვას;
დაუკვირდნენ და გაითავისონ, რომ დედა მარტო ის კი არაა, ვინც მათზე
ზრუნავს,დღემუდამ ფეხზეა,არამედ დედა პიროვნებაა, ინდივიდი, რომელსაც საკუთარი
ფიქრები და მიზნები აქვს.
გადავწყვიტეთ,
რომ 11 წლის ასაკი საკმარისად ბევრია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე დასაფიქრებლად.პროექტს
მივუძღვნით დედის დღეს-3 მარტს.
პროექტის მიზნები
ზოგადად, პროექტით სწავლების უმთავრესი მიზანია, სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური
და მიზანმიმართული.
პროექტით მუშაობის მეთოდი
მოიცავს დაგეგმვას, კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას არჩეული საკითხის შესაბამისად.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული
პროექტის მიზანია:
1.მოსწავლეებს
განუვითარდეთ მოძიების, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ - ჩვევები;
2.უმთავრესი
- გაეცნონ და აითვისონ უნიკალური მხატვრული მასალა,
რომელიც არსებობს დედაზე.
3. მუშაობის
პროცესში გამოიყენონ თანამედროვე ისტ საშუალებები ინფორმაციის მოძიების, დამუშავების,
შენახვისა და გამოქვეყნებისათვის.
4. დაეუფლონ
პრეზენტაციის ხელოვნებას.
მოსწავლეთა ასაკი: მე-61 კლასი ( 11 წლისანი)
ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:
1. შევქმნით
თემის შინაარსობრივად გამთლიანებული ტექსტების ვერსიას;
2. ზეპირად
ავითვისებთ შერჩეულ ტექსტებსა და ლექსებს, ცალკეულ გამონათქვამებს;
3.ეკრანზე
ვაჩვენებთ ტექსტის შინაარსის შესაბამის
ილუსტრაციებს;
მასალა
აიტვირთება სასწავლო ბლოგზე და განთავსდება ინტერნეტში
პროექტისთვის საჭირო ძირითადი
რესურსები:
ტექსტები,ციფრული ფოტოაპარატი,
ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები):
1. პროექტის იდეის, მიზნებისა და
ვადების გაცნობა ( 1 -ლი კვირა).
2.ჯგუფებად დაყოფა და დავალებების
გადანაწილება (1 -ლი კვირა).
კონკრეტული დავალების შესაბამის
ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა (2 კვირის თავზე).
3.ჯგუფების
ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი
მითითებების, რჩევების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეთ დამატებითი
ინსტრუქტაჟი (მაგ. ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით) (1-2 კვირის
ჩათვლით).
4.მოძიებული
მასალის დახარისხება (მე-3 კვირა) .
5.საბოოლოო
შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა
6.მოსწავლეები
შექმნიან მოძიებული ფოტო და ვიდეომასალით კოლაჟს,რომელსაც პროექტორის საშუალებით
მოიხმარენ პრეზენტაციის დროს (მე-3-4 კვირა).
7.
მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად იმის მიხედვით, თუ როგორ წარმოაჩენენ თავს და როგორი იყო მუშაობის პროცესში მათი ჩართულობა და წვლილი.
მისაღწევი შედეგები ესგ-ს
მიხედვით:
ქართ. VI. 6.
პროექტის ხელმძღვანელი: თბილისის 165-ე საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია წოწონავა
საგანმანათლებლო პროექტის რეფლექსია
პროექტი: ,, დედის მონატრებაა ადამიანობა’’
მაია წოწონავა
- სსიპ თბილისის 165-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სასწავლო პროცესის
საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ამ ტიპის
სწავლება პრობლემების გადაჭრისა და ინიციატივების განხორციელების უნიშვნელოვანეს წინაპირობად
მიმაჩნია.სასწავლო პროექტი მასში მონაწილე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეკრიბონ
წინარე ცოდნა, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, დანერგონ და პრაქტიკულად გამოიყენონ ისინი.
იმან, რომ პროექტი ეხებოდა ყველაზე ახლობელ ადამიანს-
დედას,შეთავაზებისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია მეექვსეკლასელებსა და მათ მშობლებშიც.განსაკუთრებით
მისაღები აღმოჩნდა იდეა, ეს პროექტი მიგვეძღვნა დედის დღისადმი(3 მარტი).
გადავწყვიტეთ, ჯგუფებად დაგვეყო კლასი და შევდგომოდით
თემის შესაბამისი პროზაული და პოეზიის ნიმუშების მოძიებას.დიდი ენთუზიაზმით ვიმუშავეთ
მე-6 კლასელებს შორის განსაკუთრებული
ინტერესი გამოიწვია მოძიებული მასალის შინაარსმა , ამიტომ
გავამთლიანეთ მოძიებული მასალა და ბავშვებმა
ზეპირად დაისწავლეს შერჩეული ადგილები;
ინტერნეტსივრცეში
მოპოვებული სურათებით ვიზუალურად გავაფორმეთ სათქმელი.
ერთი
ტექსტი როლუდად გავითამაშეთ...
ზეპირად
ავითვისეთ და მხატვრულად წავიკითხეთ ცნობილი ქართველი მწერლებისა და პოეტების
ტექსტები (რევაზ ინანიშვილის ,,დედა“,გოდერძი ჩოხელის ,,ყველა დედა ამქვეყნიური
ანგელოზია’’,ნოდარ დუმბაძის,,დედაშენი არის ღმერთი’’, ჩოხელის,,სანამ დედა
ცოცხალია..’’,ოთარ ჭილაძის ,,ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა, დედისა კი
ვერა’’,ოთარ ჭილაძის ,,მიწაზე მძიმე’’, ოთარ ჭილაძის,, თუ დედა არ გენატრება’’,
დუმბაძის ,,დედა’’(მზიანი ღამე), ლეონიძის ,,დედას’’;’ნიშნიანიძის, ჩოხელის,
ხარანაული,სულაკაურის ლექსები, ხალხური პოეზიის მარგალიტები:,,ლექსი ვეფხისა და
მოყმისა ‘’, ლექსო, ამოგთქომ’’, თანამდეროვე პოეზიის ნიმუშები...)
გავაკეთეთ
კოლაჟი:ყველა მოსწავლის სურათი, დედასთან გადაღებული.ეს მშობლების სიურპრიზი იყო
შთამბეჭდავი
პრეზენტაცია გაიმართა. შეფასებაც იყო შესაბამისი როგორც მშობლებისა და
მასწავლებლების, ისე კოლეგებისა და შეფასების ჯგუფის მხრიდანაც.
პროექტი დიდი ძალისხმევით განვახორციელეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა.
უპირველესად, შევქმენით
ჯგუფები და თემატურად გადავანაწილეთ სამუშაო, ვკურირებდი თითოეული ჯგუფის საქმიანობას.მუშაობის
პროცესში ვიხელმძღვანელე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით,რომლის მიხედვითაც:
1.
ქართ. VI. 6.
სასწავლო პროექტმა
მოსწავლეებს განუვითარა შემდეგი უნარები:
მხატვრული კითხვის, გააზრების, ზეპირად ათვისების,
მსჯელობის, თანამშრომლობის, შემოქმედებითობის, მასალის მოძიების.
მათ გაიღრმავეს
ცოდნა, ისტ-ის გამოყენებით;
შექმნეს საპრეზენტაციო
სლაიდები;
გადაიღეს ფოტოები და პრეზენტაციის ამსახველი ვიდეომასალა.
პროექტი გაგრძელდა
4 კვირას.
პრეზენტაცია იყო
საინტერესო,აქტუალური, ხასიათიდან გამომდინარე, ამაღლებულიც.
პროექტის ფარგლებში
გამოყენებული ჯგუფური მუშაობის გამოცდილება მომავალშიც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს
გადაწყვეტილებათა შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში.მოზარდებს
განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი.
პროექტის შედეგები
შეესაბამება დასახულ მიზნებს.
ამ პროექტიდან
გამომდინარე, ჩემმა მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ - დედა ღმერთია,
ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია,ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს . . . დედა არც აირჩევა, არც გაიყოფა, შენიც იმდენია, რამდენიც შენი ძმისა, ორნი კი არა, შეიძლება ათნი იყოთ, დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი.”,,თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა...
და ჩვენც პროექტი ვუძღვენით
,,ძვირფას დედას ,რომელმაც
მასწავლა
იების
სისპეტაკისა
და
მშობლიური
მიწის
სიყვარული.’’(გოგლა)
მიზეზთა გამო, ამ პროექტის
ატვირთვა შარშან არ მოესწრო. ახლა ამ კლასმა მე-7
კლასი დაასრულა.
კლასი დაასრულა.
პროექტი, რეფლექსია,
პრეზენტაციის ვიდეო და აუდიომასალა ატვირთულია
ჩემს (მაია წოწონავა) სასწავლო ბლოგზე.
Комментарии
Отправить комментарий