ვეფხისტყაოსანი 850 წლისაა

 სასწავლო პროექტი

                              (თავფურცელი)

ინფორმაცია პროექტის ავტორის შესახებ:

                           მაია წოწონავა

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სერტიფიცირებული (მე-7-12 კლასები. № 0000883)
სტატუსი: უფროსი მასწავლებელი
სქემაში ჩართული 2016 წლის  აგვისტოდან
მობილურის ნომერი :
 591812427
ელ. ფოსტა:
         Tsotsonavamaia@gmail.com.
 თბილისის სსიპ   №165-ე  საჯარო    სკოლა.                                                                                            
ფალიაშვილის№57(ინდექსი 0179)
სკოლის ტელეფონი:2 – 22 – 38 -24 .
            165 skola@gmail.com.
           პროექტის დაწყების დრო 2017 წლის 1.2.













პროექტის სახელწოდება:  
      
,,ვეფხისტყაოსანი’’ 850 წლისაა
( საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით). 



1.    პროექტის აქტუალობა

ამ წიგნზე საუბარი ყოველთვის აქტუალურია, მითუმეტეს ახლა:  იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი, მსოფლიო მასშტაბით, ,, ვეფხისტყაოსნის’’ წლად გამოცხადდა და პოემის 850 წლის იუბილეც  ვიზეიმეთ.
მოგეხსენებათ, ინფორმაციას ამ წიგნზე  ჩვენი მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე იღებენ, სწავლობენ პოემიდან ამონარიდ სტროფებს  და ცალკეული თავების შინაარსაც ეცნობიან.  ამ ფაქტმა და მისგან გამოწვეულმა ინტერესმა განაპირობა ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება.
საკითხის აქტუალურობასა და ეროვნულ სასწავლო გეგმას შეესაბამება პროექტის მიზნები, რომლებმაც უნდა აამაღლოს თითოეული მოსწავლის უნარები და დამოკიდებულებები შესასწავლ თემასთან მიმართებით.


3. პროექტის მთავარი იდეა

მოსწავლეები  დსაწყისიდანვე შეეჩვიონ ,,ვეფხისტყაოსნის’’ენას;  დაუკვირდნენ და გაითავისონ პოემის რითმისა და რიტმიკის საოცარი ჟღერადობა, რაც სტროფების ზეპირად კითხვისას განსაკუთრებულად  აღიქმება.
მოსწავლეებმა 11-12 წლის ასაკში, თუნდაც ინფორმაციის სახით, იცოდნენ, რომ  ,,ვეფხისტყაოსანი’’  ჩვენი ეროვნულობის,  ენისა და რწმენის ტოლი წიგნია;
 პროექტის ხელმძღვანელის დახმარებით, შერჩეული სტროფებით  გაამთლიანონ  პოემის შინაარსი;  ასაკის შესაბამისად, ზეპირად აითვისონ  სტროფები;
მიეჩვიონ გამომეტყველებით კითხვას;
ინტერნეტსივრცეში მოიძიონ მასალა პოემის ავტორის შესახებ;
ასევე   მოიძიონ  პოემის ილუსტრაციები;
იმსჯელონ პანტომიმის თეატრში განხორციელებული,,ვეფხისტყაოსნის’’      არაჩვეულებრივი  დადგმის სანახაობითი მხარის შესახებ;
 წარმოადგინონ ამ სპექტაკლის მიხედვით გადაღებული კლიპი;
გამოფინონ პოემის ერთ - ერთი ილუსტრატორის ნახატების ასლები.





4. პროექტის მიზნები

ზოგადად, პროექტით სწავლების უმთავრესი მიზანია, სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური და მიზანმიმართული.
პროექტით მუშაობის მეთოდი მოიცავს დაგეგმვას, კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას  არჩეული საკითხის შესაბამისად.

აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის მიზანია:

1.მოსწავლეებს განუვითარდეთ მოძიების, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ - ჩვევები;

2.უმთავრესი -  გაეცნონ უნიკალურ წიგნს,მის ილუსტრაციებს.

3. მუშაობის პროცესში გამოიყენონ თანამედროვე ისტ საშუალებები ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის.

4. დაეუფლონ პრეზენტაციის ხელოვნებას.

5. მოსწავლეთა ასაკი:   მე-61  კლასი ( 11 წლისანი)

6. ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა;


7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: 

1. შევქმნით შინაარსობრივად გამთლიანებულ ტექსტის მოკლე ვერსიას;
2. ზეპირად ავითვისებთ შერჩეულ სტროფებს;
3.ეკრანზე ვაჩვენებთ ტექსტის შინაარსის შესაბამის  ილუსტრაციებს;
4.წარმოვადგენთ საპრეზეტაციო თემას პოემის ავტორის შესახებ;
5.პრეზეტაცაზე მობრძანებულ სტუმრებს ვაჩვენებთ ,,ვეფხისტყაოსნის’’ საიუბილეოდ 6.პანტომიმის თეატრის მიერ განხორციელებული დადგმის მიხედვით შექმნილ კლიპს.
7.   პოემის ილუსტრაციების გამოფენაზე.


მასალა აიტვირთება სასწავლო ბლოგზე და განთავსდება ინტერნეტში







8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: 

წიგნი,ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

2.       პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა ( 1 -ლი კვირა).

3.      ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება (1 -ლი კვირა).

4.      კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა (2 კვირის თავზე). 

5.      ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი (მაგ. ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით) (1-2 კვირის ჩათვლით).

6.    მოძიებული მასალის დახარისხება (მე-3 კვირა) . 
7.    საბოოლოო შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა
8.      მოსწავლეები შექმნიან მოძიებული ფოტო და ვიდეომასალით კოლაჟს,რომელსაც პროექტორის  საშუალებით  მოიხმარენ პრეზენტაციის დროს (მე-3-4 კვირა). 
9.      7. მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად იმის მიხედვით, თუ როგორ  წარმოაჩენენ თავს და როგორი იყო  მუშაობის პროცესში მათი ჩართულობა და წვლილი.

8. მისაღწევი შედეგები ესგ-ს მიხედვით:
 









 პროექტის ხელმძღვანელი: თბილისის 165-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია წოწონავა

 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Tsotsonavamaia@gmail.com.















საგანმანათლებლო პროექტის რეფლექსია
პროექტი:  ,, ვეფხისტყაოსანი’’ 850 წლისაა.
(საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით).
მაია წოწონავა  - სსიპ თბილისის 165-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ამ ტიპის სწავლება პრობლემების გადაჭრისა და ინიციატივების განხორციელების უნიშვნელოვანეს წინაპირობად მიმაჩნია.სასწავლო პროექტი მასში მონაწილე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეკრიბონ წინარე ცოდნა, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, დანერგონ და   პრაქტიკულად გამოიყენონ ისინი.
იმის გათვალისწინებით, რომ ,,ვეფხისტყაოსანი’’ ქართველებისთვის არის სიმბოლო, რომელიც , უფრო სწორად, მასთან დამოკიდებულება, აერთიანებს სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა რწმენის ადამიანებს და უქმნის მათ ერთობის იმ თანაგანცდას, რომლის გარეშეც ერის არსებობა  წარმოუდგენელია,2016 -17 სასწავლო წელს ჩემს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე რამდენიმე სასწავლო პროექტი ,,ვეფხისტყაოსანთან’’ დაკავშირებით. მათ შორის გამოვყოფ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ პროექტებს:
 ,,შოთა რუსთაველი და მისი ,,ვეფხისტყაოსანი’’(მე-11კლასი)
  ,,ვეფხისტყაოსანი’’ 850 წლისაა’’(მე-6 კლასი)
 რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, უპირველესად, მოსწავლეებში, აგრეთვე -კოლეგებს შორის.

მოგეხსენებათ, ინფორმაციას ამ წიგნზე  ჩვენი მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე იღებენ, სწავლობენ პოემიდან ამონარიდ სტროფებს  და ცალკეული თავების შინაარსაც ეცნობიან.  ამ ფაქტმა განაპირობა ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება. პროექტი მივუძღვენით  დიდი წიგნის 850 წლის იუბილეს.

მე-6 კლასელებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შესწავლილი თავების შინაარსმა , ამიტომ

1.     ამონარიდი სტროფებით გავამთლიანეთ შინაარსი და ბავშვებმა ზეპირად დაისწავლეს შერჩეული ადგილები;
2.     ინტერნეტსივრცეში მოვიძიეთ ტექსტის შინაარსის მიხედვით შექმნილი ილუსტრაციები ( მიხაი ზიჩის, ირაკლი თოიძის,ლადო გუდიაშვილი, ნათელა იანქოშვილის), შევქმენით სლაიდშოუ, რომელიც მოვარგეთ ჩვენ მიერ გამთლიანებულ შინაარსს;
3.     წარმოვადგინეთ პრეზენტაცია თემაზე - შოთა რუსთაველის ბიოგრაფიული ცნობები.

4.     პრეზეტაცაზე მობრძანებულ სტუმრებს ვაჩვენეთ ,,ვეფხისტყაოსნის’’ საიუბილეოდ პანტომიმის თეატრის მიერ განხორციელებული დადგმის მიხედვით შექმნილი კლიპი.
5.        მოვიპოვეთ ლევან ცუცქირიძის მიერ შექმნილი ილუსტრაციების ასლები და არაჩვეულებრივი გამოფენა შევთავაზეთ პრეზენტაციის დამსწრეებს.

პროექტი  დიდი ძალისხმევით განვახორციელეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა.
უპირველესად, შევქმენით ჯგუფები და  თემატურად გადავანაწილეთ სამუშაო,  ვკურირებდი თითოეული ჯგუფის საქმიანობას.მუშაობის პროცესში ვიხელმძღვანელე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით,რომლის მიხედვითაც:
1.        ქართ. VI. 6.

3.        ქართ. VI. 10.
5.        ქართ. VI. 11.
7.        ქართ. VI. 13.


სასწავლო პროექტმა მოსწავლეებს განუვითარა შემდეგი უნარები:
 მხატვრული კითხვის, გააზრების, ზეპირად ათვისების, მსჯელობის, თანამშრომლობის, შემოქმედებითობის, მასალის მოძიების.
მათ გაიღრმავეს ცოდნა, ისტ-ის გამოყენებით;
შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები;
 გადაიღეს ფოტოები და პრეზენტაციის ამსახველი ვიდეომასალა.

პროექტი გაგრძელდა 4 კვირას.
პრეზენტაცია იყო საინტერესო,აქტუალური, ხასიათიდან გამომდინარე, ამაღლებულიც.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობის გამოცდილება მომავალშიც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს გადაწყვეტილებათა შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში.მოზარდებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი.
პროექტის შედეგები შეესაბამება დასახულ მიზნებს.
ამ პროექტიდან გამომდინარე, ჩემმა მოსწავლეებმა უკვე იციან,რომ
თურმე ,,ვეფხისტყაოსანი არის წიგნი, რომელიც ჩვენთვის ყველა წიგნზე მეტია;
 რომ ამ წიგნზე ფიქრსა და მსჯელობას გააგრძელებენ მომდევნო კლასებში და  დიდობაშიც...უსასრულოდ

პროექტი შეფასდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ შთაბეჭდილებებით.














Комментарии

Популярные сообщения из этого блога

,,ვეფხისტყაოსნის'' საიუბილეოდ (პროექტი და რეფლექსია)

დედის მონატრებაა ადამიანობა....

გალაკტიონ ტაბიძის ნახატების გამოფენა,პროექტი და რეფლექსია