ექვთიმე-ერისკაცობის ეტალონი



 სასწავლო პროექტი

                              (თავფურცელი)

ინფორმაცია პროექტის ავტორის შესახებ:

                           მაია წოწონავა

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სერტიფიცირებული (მე-7-12 კლასები. № 0000883)
სტატუსი: უფროსი მასწავლებელი
სქემაში ჩართული 2016 წლის  აგვისტოდან
მობილურის ნომერი :
 591812427
ელ. ფოსტა:
         Tsotsonavamaia@gmail.com.
 თბილისის სსიპ   №165-ე  საჯარო    სკოლა.                                                                                             
ფალიაშვილის№57(ინდექსი 0179)
სკოლის ტელეფონი:2 – 22 – 38 -24 .
            165 skola@gmail.com.
           პროექტის დაწყების დრო 2018. 20  01.



პროექტის სახელწოდება: 
                 ექვთიმე თაყაიშვილი-
                  ერისკაცობის ეტალონი
იუნესკოს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა                                
 
                          
 პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნონ მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიულ პერიოდს და,რაც მთავარია, გააცნობიერონ შექმნილ ისტორიულ ვითარებაში დიდი ქართველის, ჭეშმარიტად ერისკაცის, ექვთიმე თაყაიშვილის როლი და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობა.

 პროექტი აქტუალურია და სამომავლო მიზნებს  ისახავს: 
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი. უმთავრესი: ეროვნულ ფონდში გაეცნონ საგანძურს,რომელიც ჩვენი ისტორიისა და კულტურის მემატიანეა ;
დაუკავშირდნენ დიდ მოღვაწესთან დაახლოებულ პირებს და, რომელიმე მათგანის კეთილი ნების შემთხვევაში, გამოფინონ მისი პირადი ნივთები.
 მუშაობის პროცესში გამოიყენონ თანამედროვე ისტ საშუალებები ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის.

 მოსწავლეთა ასაკი:   მე-10|2  კლასი ( 15-16 წლისანი).

 ვადები/ხანგრძლივობა:  3  კვირა;

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: 

მოვამზადებთ  საპრეზენტაციო თემებს:
. რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის    შესახებ ;
. როგორ და რატომ მოხვდა ეროვნული საგანძური საზღვარგარეთ
.განძის მცველი ექვთიმე ;
.სლაიდების მეშვეობით წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიმუშს საზღვარგარეთ გატანილი ეროვნული საგანძურიდან.
მოვიპოვებთ და წარმოვადგენთ:
. დიდი მოღვაწის პირად ნივთებსა და ხელნაწერს;
. მოვიპოვებთ პირად არქივებში დაცულ საგამოფენო ფოტომასალას ;
აგრეთვე:
. კოლექტიურად ვნახავთ ფილმს ,,ექვთიმე ღვთისკაცი’’;
.მოვიწვევთ ფილმის რეჟიოსორს.

                   



პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

1. პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა.
2. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება. 
3. კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა. 
4. ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი (მაგ. ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით).
5. მოძიებული მასალის დახარისხება. 
6. საბოოლოო შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა. 
თითოეული ჯგუფი წარადგენს მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით,  აგრეთვე მოსწავლეები შექმნიან მოძიებული ფოტო და ვიდეომასალით კოლაჟს,რომელსაც პროექტორის  საშუალებით  მოიხმარენ პრეზენტაციის დროს.
 7. მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფურად იმის მიხედვით, თუ როგორი იყო მუშაობის პროცესში მათი ჩართულობა და წვლილი.
8. მისაღწევი შედეგები ესგ-ს მიხედვით:

ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. X. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. X. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს





11. პროექტის ხელმძღვანელი: თბილისის 165-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია წოწონავა

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Tsotsonavamaia@gmail.com.



                                                                                 
საგანმანათლებლო პროექტის რეფლექსია
პროექტი:            ექვთიმე თაყაიშვილი-
                  ერისკაცობის ეტალონი

მაია წოწონავა  - სსიპ თბილისის 165-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ზოგადად, სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ამ ტიპის სწავლება პრობლემების გადაჭრისა და ინიციატივების განხორციელების უნიშვნელოვანეს წინაპირობად მიმაჩნია.სასწავლო პროექტი მასში მონაწილე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეკრიბონ წინარე ცოდნა, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი.
2016 -18 სასწავლო წელს ჩემს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე რამდენიმე სასწავლო პროექტი.მათ შორის გამოვყოფ პროექტს  ,,ექვთიმე თაყაიშვილი - ერისკაცობის ეტალონი’’, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, უპირველესად,მოსწავლეებში, აგრეთვე - კოლეგებს შორის.
პროექტი მივუძღვენით  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ერისკაცის ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნს.  ამ საკითხზე მსჯელობა დავიწყეთ  ჩემი ემოციის გაზიარების შემდეგ( წინა საღამოს ნანახი ფილმის შესახებ ვუამბე ჩემს მეათეკლასელებს).იქვე დავგეგმეთ, ერთად გვენახა ფილმი, მერე გავავრცეთ და უფრო მასშტაბური გეგმები დავსახეთ. ჩვენს გადაწყვეტილებას სასწავლო პროექტის სახე მივეცით. მუშაობის პროცესში შევისწავლეთ და გამოვიკვლიეთ  ჩვენთვის საინტერესო და ხელმისაწვდომი, ფაქტობრივად, ყველა საკითხი,კერძოდ:
ეროვნულ ცენტრში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებს გავეცანით (ეს ხელნაწერები- ვახტანგ VI -ის,,სამართლის წიგნი",მოქვის ოთხთავი,მარტვილის საეკლესიო განძეულობის სია, თავაქალაშვილისეული ,,ვეფხისტყაოსანი’’... უშუალოდ უკავშირდება  დიდი ექვთიმეს სახელს, ვინაიდან 1921 -45 წლებში სწორედ ექვთიმე გახლდათ  მათი ერთადერთი პატრონი);
მოვინახულეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდში დაცული საგანძური   (1908 წელს ქსნის ხეობაში, სოფელ საძეგურთან, ადრეანტიკური ეპოქის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ახალგორის განძი, რომელიც ძვ.. მე-4 საუკუნით თარიღდება.აღვფრთოვანდით იმით, რომ ეს ნივთები შეიძინა და შეაგროვა ექვთიმე  თაყაიშვილმა და მერე ერთგულად უდარაჯა ორი ათეული წელი დახელუხლებლადდაგვიბრუნა უკან; თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი (XIII ს.);
ლუკას კრანახის – ,,მაჭანკალი,"რომელიც 1921 წელს საქართველოს საგანძურის ნუსხაში მოხვდა  და რომელიც ,აგრეთვე , ემიგრაციაში ექვთიმეს წყალობით გადაურჩა უმძიმეს ქარტეხილებს;
ინტერნეტის საშუალებით გავეცანით ცნობილ ქართველ მოღვაწეებს, რომლებიც იკვლევენ  ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას;
შევკრიბეთ ცნობები უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე, კერძოდ, გავეცანით გურამ შარაძის მიერ პარიზულ არქივში აღმოჩენილ ექვთიმე  თაყაიშვილის 1943 წლის 26 დეკემბრის ანდერძს.
მოვიპოვეთ ექვთიმე თაყაიშვილთან დაახლოებული პირის, პროფესორ იოსებ მეგრელიძის, არქივში  დაცული არაჩვეულებრივი გამოფენა, რომელიც ასახავს დიდი მოღვაწის ცხოვრების ეპიზოდებს ემიგრაციამდე, ემიგრაციაში და შემდეგ.გავეცანით, აგრეთვე, მის წიგნებს დიდი ექვთიმეს შესახებ.
მოვიპოვეთ ამავე არქივში დაცული პირადი ნივთები ბატონი ექვთიმესი ( ხელნაწერი პარიზული ღია ბარათები, ექვთიმესეული საწერი კალმები; ბატონი იოსებისადმი ნაჩუქარი წიგნი,, ხელმწიფის კარის გარიგება’’მისივე მიძღვნითა და ავტოგრაფით), რომლებიც ბატონი მეგრელიძის ვაჟის კეთილი ნებით, პროექტზე წარმოვადგინეთ;
კოლექტიურად დავესწარით ფილმს,მეტიც, გავიცანით მისი მთავარი რეჟისორი ბატონი ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელიც დაგვპირდა, რომ ჩვენი პროექტის პრეზენტაციას დაესწრებოდა.
ბატონმა ნიკოლოზმა შეასრულა დანაპირები და ახალგაზრდა ექვთიმეს როლის შემსრულებელთან ერთად გვეწვია  პრეზენტაციაზე, მან მოგვიტანა თავაქალაშვილისეული,, ვეფხისტყაოსნის’’ საგანგებოდ ფილმისთვის დამზადებული პირი, ე. წ. ექვთიმეს დროშა და , რაც მთავარია,ემოციურად გვიამბო ფილმის შექმნის, იდეისა და ძირითადი კონცეფციის შესახებ.
   პროექტი  დიდი ძალისხმევით განვახორციელეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა.უპირველესად, შევქმენით ჯგუფები და  თემატურად გადავანაწილეთ სამუშაო, მე ვკურირებდი თითოეული ჯგუფის საქმიანობას.მუშაობის პროცესში ვიხელმძღვანელე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით,რომლის მიხედვითაც
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. X. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. X. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს
სასწავლო პროექტმა დააინტერესა მოსწავლეები, წარმოაჩინა მათი უნარები( აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა).მათ გაიღრმავეს ცოდნა, ისტ-ის გამოყენებით შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები, გადაიღეს ფოტოები,პრეზენტაციის ამსახველი ვიდეომასალა. მოძიებული მასალის საფუძველზე შევქმენით საპრეზენტაციო თემები.
პროექტი გაგრძელდა 6 კვირას.
პრეზენტაცია იყო საინტერესო,აქტუალური, ხასიათიდან გამომდინარე, ამაღლებულიც.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობის გამოცდილება დაეხმარებაჩემს მოსწავლეებს გადაწყვეტილებათა შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში.მოზარდებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი.
პროექტის შედეგები შეესაბამება დასახულ მიზნებს.
პროექტი შეფასდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ შთაბეჭდილებების სახით.
პროექტი, რეფლექსია,   ფოტო და ვიდეომასალა ატვირთულია ჩემს  სასწავლო ბლოგზე.





































































































Комментарии

Популярные сообщения из этого блога

,,ვეფხისტყაოსნის'' საიუბილეოდ (პროექტი და რეფლექსია)

დედის მონატრებაა ადამიანობა....

გალაკტიონ ტაბიძის ნახატების გამოფენა,პროექტი და რეფლექსია